გადავხედეთ საქაღალდეებს, შევიტანეთ შესწორებები. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და მოვუსმინეთ კოლეგებს.
ინტელის სასწავლო კურსი - პროექტებით სწავლება
Saturday, April 9, 2016
Sunday, April 3, 2016
ტრენინგის მერვე დღე
დავასრულე პროექტის გეგმა. მოვახდინე მოსწავლეთა დიფერენცირება. გავითვალისწინე სპეციალური საჭიროების, მაღალი აკადემიური მოსწრების და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის დავალების და დროის ლიმიტის ცვლილება. გავამზადე გაზეთის შაბლონი მოსწავლეებისთვის, რათა მათ ადვილად იმუშაონ.
Saturday, April 2, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს გამოვიყენეთ აქტივობა "დაფიქრდი,დაწყვილდი, გაუზიარე" . ჩემს მეწყვილეს გავუზიარე მოსწავლის ნამუშევარი. შევქმენით შეფასების რუბრიკები.
Sunday, March 27, 2016
მე-6 დღე
დღეს ვიყავი მოსწავლის როლში და შევქმენი გაზეთი. მოვიძიე მასალები და სურათები, ხოლო ლინკები შევინახე საავტორო უფლებების საქაღალდეში.
Sunday, March 20, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შევსებაზე, რომელიც შევიტანეთ გეგმის შაბლონში. შევავსთ დროის ჩარჩო, სადაც განვსაზღვრეთ ჩასატარებელი აქტივობები, რომლებიც უნდა ჩატარდეს პროექტის დაწყებამდე, მსვლელობის და დამთავრების შემდეგ. აგრეთვე დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
სახლში უნდა დავიწყოთ სასწავლო პროცედურების გრაფის შევსება.
სახლში უნდა დავიწყოთ სასწავლო პროცედურების გრაფის შევსება.
Saturday, March 19, 2016
ტრენინგის მესამე დღე
დღეს შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა.
პროექტის თემის მიხედვით განვსაზღვრე თუ რომელი საგნების ინტეგრირებას მოვახდენ. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი, რომელიც ჩავწერე პროექტის გეგმაში. გეგმაში ჩავწერე აგრეთვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Subscribe to:
Posts (Atom)