Sunday, March 27, 2016

მე-6 დღე

დღეს ვიყავი მოსწავლის როლში და შევქმენი გაზეთი. მოვიძიე მასალები და სურათები, ხოლო ლინკები შევინახე საავტორო უფლებების საქაღალდეში.

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ვიმუშავეთ ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი კითხვების შევსებაზე, რომელიც შევიტანეთ გეგმის შაბლონში. შევავსთ დროის ჩარჩო, სადაც განვსაზღვრეთ ჩასატარებელი აქტივობები, რომლებიც უნდა ჩატარდეს პროექტის დაწყებამდე, მსვლელობის და დამთავრების შემდეგ. აგრეთვე დავწერეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. 
სახლში უნდა დავიწყოთ სასწავლო პროცედურების გრაფის შევსება. 

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა.
პროექტის თემის მიხედვით განვსაზღვრე თუ რომელი საგნების ინტეგრირებას მოვახდენ. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი, რომელიც ჩავწერე პროექტის გეგმაში. გეგმაში ჩავწერე აგრეთვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეორე დღე

დღეს იყო ტრენინგის მეორე დღე, სადაც შევისწავლით ბუკლეტის შექმნა. ბუკლეტს გამოვიყენებ პროექტის წარმატებული პრეზენტაციისთვის. მას აგრეთვე გამოვიყენებ იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და გაეცნოს ჩემს მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ. მასზე მოთავსდება იოლად წასაკითხი ინფორმაცია. შესაძლებელია მისი გაფორმება სურათებით, რაც ვიზუალურად უფრო მიმზიდველს ხდის. შემდეგ დავრეგისტრირდი ბლოგზე, რომელზეც გამოვაქვეყნე კომენტარი.
 დიდი მადლობა მაიას იმისათვის, რომ ტრენინგი საინტერესო და პროდუქტიული იყო.